GORBI: გამოკითხულთა უმეტესობა ემხრობა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში

Read Time:27 Second

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ემხრობით თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში? პასუხები ასე გადანაწილდა:

ემხრობა გამოკითხულთა 73,3%, არ ემხრობა 24,5 და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს გამოკითხულთა 2,2%.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთაგან 96%-ს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთაგან 41%-ს.

კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი-მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ თუ ეს შეხვედრა ჩავარდება, ეს შეიძლება „მესამე მსოფლიო ომს” ნიშნავდეს
Next post GORBI: გამოკითხულთა 63,5% გაუმართლებლად მიიჩნევს საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვას იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი წარმოებს