GORBI: გამოკითხულთა 63,5% გაუმართლებლად მიიჩნევს საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვას იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი წარმოებს

Read Time:24 Second

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, გამართლებულია თუ არა საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვა იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი წარმოებს?“ პასუხები ასე გადანაწილდა:

გაუმართლებელია – 63.5%

გამართლებულია – 30.1%

არ ვიცი/უარი – 6.4%.

ასე ფიქრობს გამოკითხულ რესპონდენტებს შორის „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების“ 29%, „მთავარის“ მაყურებლის 34%, „ტვ პირველის“ მაყურებლის 48%.

კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post GORBI: გამოკითხულთა უმეტესობა ემხრობა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში
Next post GORBI: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რესპოდენტთა 64,5% მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი სწორია