ვოლოდიმირ ზელენსკი-მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ თუ ეს შეხვედრა ჩავარდება, ეს შეიძლება „მესამე მსოფლიო ომს” ნიშნავდეს

Read Time:39 Second

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა, მისი თქმით, თუ შეხვედრა ჩავარდება, ნიშნავს, რომ ეს „მესამე მსოფლიო ომია“. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებისთვის. მე მზად ვიყავი ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის „მესამე მსოფლიო ომი“,  – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, CNN-ის ჟურნალისტს განუცხადა, „უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა“.

„მინდა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიები მივიღო. თუ ნატოს წევრები მზად არიან, დაგვინახონ ალიანსში, მაშინ გააკეთეთ ეს სასწრაფოდ, რადგან ხალხი ყოველდღიურად კვდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ იგი მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელსაც ნატო უწევს უკრაინას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსმა ოკუპანტებმა ბერდიანსკიდან მარცვეულით დატვირთული 5 გემი გაიტაცეს
Next post GORBI: გამოკითხულთა უმეტესობა ემხრობა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში