Google უკრაინელებს მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების შესახებ შეატყობინებს

Read Time:27 Second

Google უკრაინაში მყოფ Android-ის მომხმარებლებს მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების შესახებ გაფრთხილებებს სმარტფონებში გაუგზავნის.

კომპანიას შეტყობინებების გაგზავნის უზრუნველყოფა უკრაინის მთავრობამ სთხოვა.

შესაბამის ინფორმაციას Google-ს უკრაინული მხარე მიაწვდის.

„ტრაგიკულია, რომ მილიონობით ადამიანის ბედი უკრაინაში ახლა საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებზეა დამოკიდებული, რათა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა მოასწრონ.

დღეიდან, უკრაინის მეზობელ ქვეყნებში სასტუმროების მფლობელებს შეუძლიათ თავიანთ ბიზნეს პროფილზე მიუთითონ, სთავაზობენ თუ არა უფასო ან ფასდაკლებულ საცხოვრებელს უკრაინელ ლტოლვილებს. ჩვენ შევაგროვებთ ამ ინფორმაციას უახლოეს კვირებში და დავეხმარებით ამ ადამიანებს, რომ უფრო მარტივად იპოვონ ეს ადგილები Search-სა და Maps-ში“, – განაცხადა Google-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტმა კენტ უოკერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის
Next post სტოლტენბერგი: ნატომ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ალიანსსა და მოსკოვს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდოს