სტოლტენბერგი: ნატომ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ალიანსსა და მოსკოვს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდოს

Read Time:29 Second

ნატომ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ალიანსსა და მოსკოვს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდოს, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ უნდა გასცდეს უკრაინის საზღვრებს და არ უნდა გახდეს რუსეთსა და ნატოს შორის სრულმასშტაბური ომი“, – განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადება დიდი ალბათობით სრულმასშტაბურ ომს გამოიწვევდა ნატოსა და რუსეთს შორის, რასაც უფრო მეტი ტანჯვა, სიკვდილი და ნგრევა მოჰყვებოდა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებისთვის, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება მხოლოდ მის დაწესებას არ ნიშნავს“, – აღნიშნა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Google უკრაინელებს მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების შესახებ შეატყობინებს
Next post დავით უსუფაშვილი – ეს უკვე ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა…წავიდნენ სახლში და ისეთი მთავრობა მყავდეს, რომელიც იტყვის: “ჩვენ ვიბრძოლებთ”