,,euractiv” – ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის

Read Time:1 Minute, 23 Second

,,euractiv” – ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის
უცხოური მედია – საჭესთან პროფესიონალების დაყენება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო
ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის. საჭესთან პროფესიონალების დაყენება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო ,- ევროპული გამოცემა ,,euractiv” სტატიას ,, საქართველოს გაშმაგებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ“ აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ვირუსი ძალიან ნელა გავრცელდა საქართველოში.
,, 26 თებერვალს პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 61 დადასტურებული შემთხვევა გააჩნდა 23 მარტის მდგომარეობით. სავალდებულო კარანტინში 3320 ადამიანია მოთავსებული და ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის. შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა და 22 მარტისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 194 დადასტურებული შემთხვევა გააჩნია”,- აღნიშნულია სტატიაში.
ევროპული გამოცემა აქვეყნებს ჯანდაცვის ექსპერტთა და მკვლევართა შეფასებებს, სადაც ისინი საუბრობენ საქართველოში ჯანდაცვის პროფესიონალთა დიდებულ კოჰორტაზე და ამბობენ, რომ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის.
,, „ეს ალბათ ჯანდაცვის პროფესიონალთა დიდებული კოჰორტისა და გამძლეობის კარგი უნარის დამსახურებაა“, – წერდა ანალიტიკური ცენტრის Carnegie Europe-ის უფროსი მკვლევარი თომას დე ვაალი ქვეყნის რეაგირების პროგრამის დადებითად შეფასებისას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების ქართველმა ექსპერტმა ზურაბ თათანაშვილმა Eurasianet-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ „საჭესთან პროფესიონალების დაყენება ალბათ ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რაც ოდესმე მიუღია ამ მთავრობას. ანალიტიკური ცენტრის GEOCASE-ის მკვლევარმა ლიკა ჭიპაშვილმა Euradio-ს კორესპონდენტს განუცხადა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ვირუსი ძალიან ნელა გავრცელდა საქართველოში. „სავარაუდოდ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის“,- აღნიშნულია სტატიაში.

https://www.euractiv.com/section/eastern-europe/news/georgias-furious-fight-against-covid-19/

Georgia’s furious fight against COVID-19

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ის ადამიანები ვინც განცხადებებს აკეთებენ, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი, არიან პოლიტიკური ფარისევლები
Next post ,,euractiv” – ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის