არჩილ თალაკვაძე: ის ადამიანები ვინც განცხადებებს აკეთებენ, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი, არიან პოლიტიკური ფარისევლები

Read Time:1 Minute, 21 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ოპონენტების მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და უპასუხა მათ კითხვებს თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი.

„ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ კავშირში არის იმ თანამდებობის პირებთან და იმ პოლიტიკურ ლიდერებთან ვინც ჩართული ვართ კორონავრუსის წინააღმდეგ ძალისხმევის ორგანიზებაში. ის არის ერთ-ერთი ადამიანი ვინც ყოველდღიურად თავის ყურადღებას და ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანით გაიაროს ამ გამოწვევის და ამ პრობლემის საპასუხოდ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაეცეთ პასუხი იმ ადამიანებს, ვინც სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ, რომ სად არის ბიძინა ივანიშვილი. „ ასეთ დროს – პირდაპირ გეტყვით – არიან პოლიტიკური ფარისევლები; ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც ამ წლების განმავლობაში ამბობდა, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკაში და მართვაშიო. ახლა ამბობენ რატომ არ არის ჩართული მართვაშიო“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ისინი, ვინც ახლა ბიძინა ივანიშვილის შესახებ სვამს კითხვებს, ის ხალხია, ვინც ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდა და „ქართული ოცნების დამფუძნებელს“ აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე და მანამდე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ლეგიტიმურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში.

„ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ახლა, როდესაც ქვეყანა არის კორონავირუსის გამოწვევის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და მოქალაქეები სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ელიან რეაგირებას. ამ ვითარებაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ ის რისთვისაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა გაკეთებულია – სახეომწიფოს აქვს გამართული მენეჯმენტი და ყველა აკეთებს თავის საქმეს. ოპონენტებს მინდა ვუთხრა, ვინც არიან აპოლოგეტები წინა მთავრობის და მართვის სტილის, სადაც ყურძენს კრეფდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო მთავარი პროკურორი აშენებდა შენობებს და საბოლოო ჯამში, არცერთ მინისტრს არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი უწყების მიღწევებზე ელაპარაკა, თუ ამას პრეზიდენტი სააკაშვილი არ გააკეთებდა. ჩვენ ასეთი სახელმწიფო არ ავირჩიეთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა – მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით
Next post ,,euractiv” – ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის