ECB კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად 750 მლრდ ევროს გამოყოფს

Read Time:30 Second

კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესამცირებლად ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) 750 მილიარდი ევროს (820 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ყველაფერს გააკეთებს ევროს მხარდასაჭერად მოცემულ არაორდინალურ სიტუაციაში.

ბოლო დღეებში ECB-ის ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისგან განსხვავებით არ იღებდა შესაბამის ზომებს ევროზონის მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც აშშ-ში ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს 700 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი გამოყო ეკონომიკის სტიმულირების მიზნით. სარეზერვო სისტემის ნაბიჯები ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით დღეს 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა
Next post პრემიერი- თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი უნდა დაიხუროს