საქართველოში საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით დღეს 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა

Read Time:28 Second

დღეს ბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა. თითო გემზე სამი ათასი ტონა ხორბალი იყო განთავსებული. ბათუმის პორტში ხორბლის შემომტანი ორივე გემი უკვე დაიცალა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ბათუმის გარდა, კიდევ ერთი გემი შევიდა ფოთის პორტშიც. ამ გემზეც 3000 ტონა ხორბალი იყო განთავსებული.

სილაგავას ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის გარდა, მარცვლეული სარკინიგზო გზითაც შემოვიდა საქართველოში და ამჟამად გორში მიმდინარეობს ჩამოტვირთვა. შესაბამისად, ჯამურად საქართველოში დღეს 10 500 ტონა ხორბალი შემოვიდა.

როგორც ლევან სილაგავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქვეყანაში მარცვლეული სატრანსპორტო გზითაც შემოდის, თუმცა უამინდობის გამო, ლარსის გამშვებ პუნქტზე ტრაილერების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია – დღეს ჩატარებული ათი ტესტიდან, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
Next post ECB კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად 750 მლრდ ევროს გამოყოფს