BBC კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს

Read Time:47 Second

BBC-მ კეზერაშვილის ლონდონის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს მიაკვლია. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-მ საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა.

ჟურნალისტური გამოძიების ცნობით, ჯგუფ „მილტონის“ კომპანიებთან კავშირების მოკვლევის დროს 5 პირ იკვეთება. მათგან ოთხის სახელსა და გვარს კი ერთ ფიგურანტთან – თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან მივყავართ.

აუდიოსიუჟეტში ნათქვამია, რომ BBC-მ არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს მილტონის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ მილტონ ჯგუფის კომპანიები იყვნენ. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების სახელით ცნობილია თაღლითური სქემა, რის მიხედვითაც გარკვეული პირები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ, უფრო ზუსტად კი, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციაში ხვდებიან, რომ მათ მუშაობის იმიტაცია სჭირდებათ
Next post საქართველოს დელეგაცია პენიტენციური დაწესებულების მართვის და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში პორტუგალიის გამოცდილებას გაეცნო