მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციაში ხვდებიან, რომ მათ მუშაობის იმიტაცია სჭირდებათ

Read Time:40 Second

ჩემი ვარაუდით, ოპოზიციაში თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ არის გარკვეული გუნდი, რომელიც თუ თვითონ არ იქნება შემოქმედი რაღაც პოლიტიკური მეჯლისების, არ აქვს სურვილი, რომ ჩართული იყოს. სხვა უფრო დამაჯერებელი ახსნა მე არ მესახება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე სესიის გადადების კომენტირებისას განაცხადა.

„რეალურად ამ მოთხოვნების უკან. მე ვფიქრობ, რომ არც არაფერი შინაარსიანი არ იყო. ხომ ასე მუშაობს პარლამენტი: ერთი კვირა არის კომიტეტის სხდომები და მეორე კვირაში იმართება პლენარული სხდომები. მომდევნო კვირაში, 18 აპრილს დაგეგმილია პლენარული სხდომა. რატომ არის შეუძლებელი, რომ მოითმინოს 18 აპრილამდე და რატომ არის აუცილებელი, რომ საგანგებოდ დაინიშნოს პლენარული სხდომა საკომიტეტო კვირაში? ინიშნები კომიტეტის სხდომები, ადამიანებს აქვთ კონკრეტული გეგმები დასახული, მაჟორიტარები დადიან სადღაც და ნიშნავს სამი დღით ადრე. რას წყვეტს? უბრალოდ ვინმემ ამიხსნას და კი ბატონო. თვითონაც იციან, რომ მათ სჭირდებათ გარკვეული იმიტაციები მუშაობის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდრია გვიდიანი: ევროპული ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, ხშირ შემთხვევაში შემჩნეულები არიან სანქციების გვერდის ავლაში
Next post BBC კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს