საქართველოს დელეგაცია პენიტენციური დაწესებულების მართვის და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში პორტუგალიის გამოცდილებას გაეცნო

Read Time:42 Second

საქართველოს დელეგაცია პენიტენციური დაწესებულების მართვის და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში პორტუგალიის გამოცდილებას გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, კარეგერიას ციხეში იმყოფებოდა. მინისტრმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნო და შეხვედრა გამართა პენიტენციური სისტემის გენერალურ დირექტორ რუი აბრუნჰოსა გონსალვესთან.

„მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა; სარეაბილიტაციო, რესოციალიზაციის, დასაქმების, საგანმანათლებლო პროგრამების და სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობადა სხვ.

ქართულმა დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიიღო პორტუგალიის პენიტენციურ სისტემაში მოქმედი პროექტების შესახებ და პორტუგალიურ მხარეს ქართული ინოვაციები – „რე-მარკეტი“ და „ციფრული უნივერსიტეტი“ გააცნო. რატი ბრეგაძემ რუი აბრუნჰოსა გონსალვესი საქართველოში ევროპული ტიპის პენიტენციური დაწესებულების – ლაითურის ციხის გახსნაზე მოიწვია. მხარეები თანამშრომლებისათვის ერთობლივი ტრენინგების ორგანიზებაზეც შეთანხმდნენ.

საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას უწყება მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BBC კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს
Next post „მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ – BBC დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემებზე