დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის დადებითი მუხტი, რაც აქ, ამ დღეებში მიიღეს ადამიანებმა, მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ – კახა კალაძე
თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. ცნობილი ქართველი მომღერალი მსმენელის წინაშე საახალწლო პროგრამით წარდგა.
ჯადოსნურ სოფელში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წლის დადგომა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობა თბილისის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
„ჩვენს მოსახლეობას ძველით ახალ წელს ვულოცავ. ნინო ქათამაძის კონცერტით დავასრულეთ საახალწლო ღონისძიებები. ხვალიდან კი რესპუბლიკის მოედანზე ჯადოსნური სოფლის და საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყება. ჩვენ, დედაქალაქის მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ემოციები და დადებითი მუხტი, რაც აქ, ამ დღეებში მიიღეს ადამიანებმა, მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, რომელიც აქტუალურია ქალაქისთვის და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, უფრო მოწესრიგებული, მწვანე, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...