ეკა ბესელია – ისმის მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს – ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მოსამართლეთა სიაზე

Read Time:40 Second

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში მისი დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით.

როგორც ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„მეც და დარწმუნებული ვარ ჩემი თანამოაზრეებიც, მჯერა, რომ ცოტანი არ ვართ, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დავიწყეთ და ეს არის ჩემთვის მთავარი. მე მთელი სიცოცხლე ვიბრძოდი. მუდმივად ისმის კითხვები, წავალ, თუ დავრჩები, ისმის მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, ეს ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი ჩემთვის. ეს ყველაფერი არის უმნიშვნელო იმასთან შედარებით რაზეც ვსაუბრობთ, პირადად ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. მე გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ მაშინ, როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას დავუტოვოთ გამართული მართლმსაჯულება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დავით მათიკაშვილს დაეკისრა
Next post დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის დადებითი მუხტი, რაც აქ, ამ დღეებში მიიღეს ადამიანებმა, მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ – კახა კალაძე