პარასკევი, მარტი 13, 2026

ნათია თურნავა: წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები ეტაპობრივად აღდგება

დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბრისას.

„8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებაა, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე და ასეთ დროს ეროვნული ბანკი ვალდებულია ბაზარზე ეს დროებითი მღელვარება ჩააქროს.

„ჩვენ მოსახლეობას ავარიდეთ გაღარიბება და ლარის გაუფასურება ისეთ დროს, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია და ეს არ უნდა ხდებოდეს, წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება

ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება, – ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს.„ჩვენ ვაფრთხილებთ აგრესორ მთავრობას და მის ყველა მოკავშირეს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე პატარა თავდასხმასაც კი, მოჰყვება ჩვენი გამანადგურებელი და დამანგრეველი პასუხი. ასეთი აგრესიის შემთხვევაში, რეგიონის ყველა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს პირადი ინტერესი აქვთ, განადგურდება“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანთან ომის დაწყებიდან აშშ-მა ირანის 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის 60-ზე მეტ გემს.

რატომ იზრდება ბავშვებში შფოთვა და დეპრესია თანამედროვე სამყაროში

ბოლო წლებში ფსიქოლოგები და მკვლევარები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვისა და დეპრესიის შემთხვევები იზრდება. სპეციალისტების შეფასებით, ამ ტენდენციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს.ციფრული გარემო და სოციალური ქსელები თანამედროვე ბავშვები დიდი დროის განმავლობაში იყენებენ სმარტფონებს, კომპიუტერებსა და სოციალურ ქსელებს. ფსიქოლოგების თქმით, მუდმივი შედარება სხვებთან, ონლაინ კრიტიკა და კიბერბულინგი შეიძლება გავლენას ახდენდეს ბავშვების თვითშეფასებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.აკადემიური და სოციალური წნეხი დღეს ბევრ ქვეყანაში ბავშვები დიდი კონკურენციის პირობებში სწავლობენ. მაღალი აკადემიური მოთხოვნები, გამოცდები და მომავლის მიმართ შფოთვა ზოგიერთ ბავშვში სტრესისა და დაძაბულობის ზრდას იწვევს.ეკრანთან გატარებული დრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეკრანთან გატარებული დრო ხშირად ცვლის ბავშვების ყოველდღიურ ჩვევებს. ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ნაკლები დრო ბუნებაში და ძილის დარღვევა შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახოს.სოციალური იზოლაცია მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ონლაინ მუდმივად დაკავშირებულები არიან, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რეალური სოციალური ურთიერთობები ხშირად მცირდება. მეგობრებთან პირისპირ კომუნიკაციის ნაკლებობამ შეიძლება მარტოობის განცდა გააძლიეროს.ოჯახური და გლობალური სტრესი თანამედროვე სამყაროში ბავშვები ხშირად ისმენენ ინფორმაციას ომებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და გლობალურ კრიზისებზე. ასეთი გარემო ზოგჯერ მათში გაურკვევლობისა და შფოთვის განცდას აძლიერებს.რას ურჩევენ სპეციალისტები ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად მნიშვნელოვანია: მშობლებთან ღია და მხარდამჭერი კომუნიკაცია ფიზიკური აქტივობა და დრო ბუნებაში ეკრანთან გატარებული დროის დაბალანსება საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგთან კონსულტაციასპეციალისტების თქმით, ბავშვების ემოციური კეთილდღეობა მხოლოდ ოჯახების პასუხისმგებლობა არ არის — ეს საზოგადოებისა და განათლების სისტემის ერთობლივი ამოცანაცაა.

კავკასია ახალი გეოპოლიტიკური თამაშის ცენტრში – რატომ გაიზარდა მსოფლიოს დიდი ძალების ინტერესი საქართველოს მიმართ

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასია სულ უფრო ხშირად ხვდება საერთაშორისო პოლიტიკური ანალიზების ცენტრში. რეგიონში მიმდინარე პროცესები, ენერგეტიკული პროექტები და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობა კავკასიას ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სივრცედ აქცევს. ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და მასზე გადის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზები, რომლებიც ენერგორესურსებისა და ტვირთების გადაადგილებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგეტიკულ და სატრანსპორტო დერეფნებს, რომლებიც კასპიის რეგიონს ევროპასთან აკავშირებს. ამ პროექტებმა საქართველოს სტრატეგიული როლი კიდევ უფრო გაზარდა. საერთაშორისო ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ თანამედროვე მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონკურენცია სულ უფრო ძლიერდება. ამ პროცესში პატარა ქვეყნებს, რომლებიც მნიშვნელოვან რეგიონებში მდებარეობენ, ხშირად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. საქართველოსთვის ეს ვითარება ერთდროულად შესაძლებლობებსაც ქმნის და გამოწვევებსაც. ერთი მხრივ, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა შეიძლება გახდეს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი, მეორე მხრივ კი საჭიროა ფრთხილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში სამხრეთ კავკასია შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს საერთაშორისო პოლიტიკისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველო ყურადღების ცენტრში რჩება როგორც რეგიონული სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ექსპერტების თქმით, თუ ქვეყანა შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური პროექტების განვითარებას, საქართველო მომავალშიც შეინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ იცის, დაამხობს თუ არა ირანელი ხალხი რეჟიმს – „თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ, დალიოს“

არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ირანელი ხალხი აჯანყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის რეჟიმის დასამხობად პირობებს შექმნის, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.„თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ მას, დალიოს“, - ამბობს ნეთანიაჰუ. „ჩვენ შევქმნით ოპტიმალურ პირობებს ამისათვის, მათ შორის საჰაერო დარტყმების მეშვეობით - როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ და როგორც ამ დღეებში ვაკეთებთ - რათა ვცადოთ და მივცეთ მათ ქუჩაში გამოსასვლელად საჭირო სივრცე“.კითხვაზე, გახდება თუ არა მისი სამიზნე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, ნეთანიაჰუ პასუხობს: „მე არცერთი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის სახელზე სიცოცხლის დაზღვევის პოლისს არ გავაფორმებდი“.

გოგა გულორდავა – მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას.მისივე განცხადებით, აღნიშნული პრობლემები ასახულია ბევრ საერთაშორისო ანგარიშში.„წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და გამოწვევები გვაქვს. სამწუხაროდ, დღეს მედია გაჯერებულია ყალბი ამბებით, მიკერძოებული საინფორმაციო გადაცემებით, ფაქტის დამახინჯებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით პოლარიზაციის გაღვივებით, სიძულვილის ენის დათესვით, რაც საბოლოო ჯამში მედიის საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბიდან გამომდინარე, უკვე გასცდა იმ ჩარჩოებს, რასაც მედიაში არსებული გამოწვევა და პრობლემა ჰქვია. ის უკვე გადავიდა საზოგადოებაში. ნათლად ჩანს, რაოდენ პოლარიზებას ახდენს მედიიდან გამოწვეული ზეგავლენა უკვე საზოგადოებაში, თუ რაოდენ პოლარიზებულია საზოგადოება, რაოდენ მიუღებელი ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა – რაზეც ვთანხმდებით, რომ ასე ვერ გაგრძელდება. ეს ყველაფერი ისახება საზოგადოებაზე და ზიანდება მაყურებელი, ზიანდება ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, რეგულაცია და მისი უმთავრესი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება“, –  განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

ბოლო სიახლეები