სამშაბათი, აგვისტო 18, 2026

ნათია თურნავა: წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები ეტაპობრივად აღდგება

დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბრისას.

„8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებაა, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე და ასეთ დროს ეროვნული ბანკი ვალდებულია ბაზარზე ეს დროებითი მღელვარება ჩააქროს.

„ჩვენ მოსახლეობას ავარიდეთ გაღარიბება და ლარის გაუფასურება ისეთ დროს, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია და ეს არ უნდა ხდებოდეს, წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როდემდე გაგრძელება უამინდობა საქართველოში – განახლებული პროგნოზი

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ირმა ინაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ – სოციალურ ქსელში კამპანიები არასდროს დამიგეგმავს, მე ვამხელ და...

არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს, - ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს.როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ამ მეგობრობაზე ის უარს არასდროს იტყვის.„არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი და მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ, ანუ დღესაც მეგობრად მიმაჩნია. არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც მას დავტოვებ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს და კვლავ ვამბობ, რომ ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა "დასმენების" კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მე ვამხელ კობახიძეს არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო! კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს! რაც შეეხება ღარიბაშვილის კომენტარს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ყველა საკითხზე გავაკეთებ კომენტარს!“ - წერს ირმა ინაშვილი.ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იმ წერილსაც ავრცელებს, რომელსაც ეხმაურება."დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, - ნათქვამია წერილში.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ

ეს შესანიშნავი იდეაა, ჩვენ ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ტრამპის თქმით, აშშ-ს ამჟამად ჰორმუზის სრუტეზე „სრული კონტროლი“ აქვს.„მათ შეუძლიათ, პრობლემები შექმნან. შეუძლიათ, წყალში ნაღმი განათავსონ, მაგრამ ბლოკადამ ძალიან ეფექტურად იმუშავა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევისგან ჯერ კიდევ შორს არიან. მისი თქმით, თეირანს შეთანხმება სურს, თუმცა არა ისეთი, რომელსაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს.„მათ შეთანხმება სურთ, მაგრამ ისინი არ დადებენ იმ ტიპის შეთანხმებას, რომელიც, ჩემი აზრით, საჭიროა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, ვაშინგტონის მთავარი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებაა.„ჩვენ იქ ერთი მიზეზით ვართ – ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპის თქმით, აშშ არ ცდილობს ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გახანგრძლივებას, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომანი ბოლო პერიოდში „კარგად არ მოიქცა“.ჟურნალისტის კითხვაზე, რჩება თუ არა ძალაში აშშ-ის პრეზიდენტის მუქარა ომანის დაბომბვის შესახებ და ამოეწურა თუ არა მას სპარსეთის ყურის ამ ქვეყნის მიმართ მოთმინება, ტრამპმა უპასუხა, რომ ომანი ბოლო პერიოდში კარგად არ მოიქცა.„არ ვფიქრობ, რომ ისინი კარგად მოიქცნენ, მაგრამ მათ ძალიან მარტივად გავუმკლავდებოდით“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომელ მოქმედებებს გულისხმობდა.

ბადრი ვადაჭკორიას 18 აგვისტოს დაკრძალავენ…

გაგაცნობთ ბადრი ვადაჭჯორიას ოჯახის განცხადებას:ბადრი ვადაჭკორიას პანაშვიდები გაიმართება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში (ჭავჭავაძის 33, მე-9 საავადმყოფოს ეზო)16 და 17 აგვისტოს, 17:00 საათიდან.გამოსვენება 18 აგვისტოს 14:00 საათზე.დაკრძალვა საბურთალოს სასაფლაოზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრს, ლევან გუგავას, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ ბრწყინვალე გამარჯვებას - ევროპის ორგზის ჩემპიონობას, ხოლო საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მეორედ დაუფლებას ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.რექტორის შეფასებით, ლევან გუგავას წარმატება განსაკუთრებით საამაყოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. დავით გურგენიძის თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სპორტული კარიერის წარმატებით შეთავსება ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითია და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ბრწყინვალე შედეგს, რაც მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენით მიიღწევა.„გულითადად ვულოცავ საქართველოს პარაძიუდისტთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობასა და მნიშვნელოვან წარმატებას, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, ლევან გუგავას, პირადად ვულოცავ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას.ეს გამარჯვება ლევან გუგავას მაღალი პროფესიონალიზმის, ძლიერი ნებისყოფისა და დაუღალავი შრომის ნათელი დასტურია. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს.სასიხარულოა, რომ ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის პირველივე დღეს ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის - ორი ოქრო. ამ დიდ წარმატებაში ლომის წილი ჩვენს სტუდენტს მიუძღვის.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ ლევან გუგავას ევროპის ორგზის ჩემპიონობას. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მრავალ ახალ გამარჯვებას და ამასთანავე, საინტერესო და წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ის მომავალშიც არაერთხელ ასახელებს საქართველოსა და თავის ალმა-მატერს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან გუგავამ ჰაიდელბერგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, უკრაინელ რუფატ მაჰომედოვს, რუმინელ დანიელ ვარგოვსკისა და ნეიტრალური დროშით მოასპარეზე საადო აბდურაჰმანოვს სძლია, ფინალურ შეხვედრაში კი გამოცდილი ბრიტანელი პარაძიუდოისტი ივენ მოლოი ერთ წუთში ეფექტური გდებით დაამარცხა. რაც შეეხება საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს, მან გუნდურ პირველობაში საფრანგეთს, ესპანეთსა და მოლდოვას ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოუგო, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსეთის ნაკრებს კი 4:0 სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

ბოლო სიახლეები