გიორგი გახარია – დიდი ბოდიში და მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვპირდები მათ, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული
პოლიციამ დღეს სრულად გამოიყენა თმენის ის ვალდებულება, რომელიც გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, შესაბამისი პასუხი ყველას მოეთხოვება.
„დღეს დილიდან აბსოლუტურად მკაფიოდ იყო განსაზღვრული მარშრუტები, ვინ საიდან და როგორ მოძრაობდა. მოგეხსენებათ, ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება დიდი რაოდენობით სტუმრებით და დღეს განსაზღვრული იყო სპეციალური მარშრუტები, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო წყნარ და მშვიდ გარემოში, როგორც ეს ყველაფერი ახლა თელავშია და არა ისე, როგორც ველისციხის მიდამოებში ხდება.
გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის სრულად თავისუფალი და ამას ვადასტურებთ. დღეს იმ პარალელური, ე.წ აქციის პირობებში, მინდა, დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. ვპირდები მათ, დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელებული იყო სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებული. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, პასუხი ყველას მოეთხოვება. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. დღეს საღამოდან გაანალიზდება თითოეული ქმედება და მოქნეული ხელი თითოეული დაზარალებული პოლიციელის, მოქალაქის მიმართ.
ნიკანორ მელიას დავპირდი, როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორც წინა შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სამართლებრივი შემადგენლობაა, შედეგი იქნება იგივე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დააკავეს 23 წლის ძმა, რომელიც ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, რის შემდეგაც, მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული...
გარდაბანში ძმამ და მოკლა
გარდაბანში ძმამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო. შინაგან...
ვახტანგ გომელაური: გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის...
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...