უცხოური მედია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე წერს
საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის ფონზე, – ამ სათაურით ეხმაურება სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ თელავში გამართულ ღონისძიებას. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, როდესაც ხელისუფლებამ თელავისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ – „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ ის იმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“ .
„პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევით ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომელიც პრეზიდენტის როლს ცერემონიალურ ფუნქციას ანიჭებს“, – ვკითხულობთ „დოიჩე ველეს“ სტატიაში.
„ზურაბიშვილმა მის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ გამოიყენებს მის გამოცდილებას ფრანგული დიპლომატიურ სამსახურიდან და საქართველოს საგარეო მინისტრობიდან, რათა ხელი შეუწყოს მისი ქვეყნის მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.
„დოიჩე ველეს“ სალომე ზურაბიშვილის ციტატაც მოჰყავს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩემი პრეზიდენტობის მიზანია, შეუქცევადი გავხადო საქართველოს დემოკრატიული განვითარება და მისი გზა ევროპისკენ“.
„ზურაბიშვილმა თანამდებობა დაიკავა, ოპოზიციამ კარვები გაშალა“, – ამ სათაურით ეხმაურება პრეზიდენტის ინაუგურაციას BBC.
BBC წერს, რომ ინაუგურაციის ცერემონია მრავალმხრივ უპრეცედენტო იყო. მათ შორის იმითაც, რომ ცერემონიის ოფიციალური ნაწილი პირველად გაიმართა დედაქალაქს გარეთ. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ლოკაცია შემთხვევით არ იყო შერჩეული და პრეზიდენტის მხრიდან მიზნად ისახავდა იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ მიუხედავად იმისა, როგორი არჩევანი გააკეთეს მოქალაქეებმა, ის ყველას პრეზიდენტია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ვერ შეძლეს თელავში დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამართვა, რადგან ქალაქისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო. შედეგად აქციამ თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...