2019 წელს თბილისში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს. ახალი ბაღების პროექტები სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ადგილობრივ მოსახლეობას გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის მერის დაპირება ქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობის შესახებ სრულდება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ისნის რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი ბაღების მშენებლობა. დღეს ჩვენ ასევე წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, 3000-მდე ბავშვს მივიღებთ დამატებით და ამ ბაღების გახსნის შედეგად, 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება. ადგილობრივ მოსახლეობას გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე, მაჟორიტარი დეპუტატები – ნინო ლაცაბიძე და ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ და მათ ბაღების მშენებლობის დეტალებზე ესაუბრნენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამით „სატყეო საქმე“, საერთაშორისო პროექტში – DUGEOR მონაწილეობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, საერთაშორისო პროექტში DUGEOR მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, DUGEOR...
სტუ-ის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერს შეხვდა. შეხვედრას სტუ-ის...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დოქტორ შირო ნაკატას...
სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს შექმნიან, რომელიც საორგანიზაციო-ტექნოლოგიური საკითხების, ასევე, საგანმანათლებლო...