ზურაბიშვილი მედიას: თქვენი მოვალეობაა, გააშუქოთ ჩემი მოსაზრებები და არა — ვითომ დაძაბულობა
მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მორიგი შენიშნა მისცა. კანდიდატმა განაცხადა, რომ ჟურნალისტები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებას, ვიდრე მის კამპანიას.
ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მათი მოვალეობაა გააშუქონ მის დაპირებები, პროგრამა და არა “ვითომ დაძაბულობა”.
“ტელევიზიები რატომღაც აქცევენ ამას მეტ ყურადღებას, ვიდრე ჩემს გამოსვლებს და ვიდრე იმას, რაც უნდა იყოს გადამწყვეტელი ამომრჩევლისთვის, ანუ გაიგოს, მე რას ვთავაზობ. ის, რომ ორი კაცი ყვირის გარეთ არ არის გადამწყვეტი არჩევნებისთვის”, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
დღეს, 9 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი გარდაბანში ამომრჩეველს ხვდებოდა, რის პარალელურად კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. კანდიდატმა სწორედ ამ აქციის გაშუქებაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილმა 5 ოქტომბერს აღნიშნა, რომ საქარველოში მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მისი თქმით, ეს ორი საკითხი სახელმწიფოს მშენებლობის ბერკეტია და ისინი გამართულად უნდა ფუნქციონირებდნენ. მისივე თქმით, არ გულისხმობს რომელიმეს შეზღუდვაზე, მაგრამ “ღირსება ორივესგან მოსათხოვი არის და მოეთხოვებათ”.
საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში, 15 აგვისტოს ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. რადგან ამ საკითხზე ტელეკომპანია იმედის ეთერში უკვე ჰქონდა კომენტარი გაკეთებული, ზურაბიშვილმა ჟურნალისტს ასე უპასუხა. “უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმაც ტვინი გაანძრიეთ და ჩაიხედეთ სად არის ნათქვამი”. მოგვიანებით, კანდიდატმა ნათქვამს ხუმრობა უწოდა და ბოდიში მოიხადა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...