დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა

Read Time:36 Second

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, 3 ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება.

კერძოდ:

1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან – ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან – ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან – ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება. დედაქალაქის მასშტაბით კი, ჯამურად, სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბიშვილი მედიას: თქვენი მოვალეობაა, გააშუქოთ ჩემი მოსაზრებები და არა — ვითომ დაძაბულობა
Next post ბორჯომის ტყის აღდგენა ხვალიდან დაიწყება