თამარ ჩუგოშვილი – არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან
ჩვენ არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო დელეგაციის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს რეზოლუციას, რომელიც ორგანიზაციის რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს. დეპუტატების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები მიზნად რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას ისახავს. ჩუგოშვილის თქმით, ასეთი მიდგომა დაუშვებელია და ასამბლეამ ჩიხიდან გამოსავლის სხვა გზა უნდა მოძებნოს.
„ანგარიშის ავტორი შეეცადა დაბალანსებული დოკუმენტი წარმოედგინა, თუმცა ის მაინც სადავოა. ამ დოკუმენტში ჩვენ ვეძებთ კომპრომისს, მაგრამ ეს მაინც ცალმხრივი კომპრომისია. არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ ვცვლით წესებს, რათა მივცეთ საშუალება რუსეთს, თავი აარიდოს ვალდებულებებს. ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხონ, ჩვენ გვიდა, რომ ის ევროსაბჭოში დარჩეს, მაგრამ არა ცალმხრივი კომპრომისის, რუსეთის შანტაჟის, ან ფინანსური ზეწოლის საფუძველზე. თუ ამას დავუშვებთ, ეს ორგანიზაციას დაასუსტებს და დააზარალებს ევროსაბჭოს ასამბლეის რეპუტაციას. რუსეთი უნდა იყოს ევროსაბჭოში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები და უნდა შევძლოთ ჩიხიდან გამოსვლა ისე, რომ ევროსაბჭო უფრო ძლიერი გახდეს და არ შესუსტდეს. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ორგანიზაციის წინაშე და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროსაბჭოს გააძლიერებს და წესების შეცვლის გარეშე გამოიყვანს ჩიხიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...