ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ შეიძინეს
სპორტის, კალათბურთის და კალათბურთში საკლუბო სისტემის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და ამ კლუბის ბაზა შეიძინეს.
თბილისის „დინამო“ ქართული საკლუბო კალათბურთის სახე და ყველაზე ტიტულოვანი კლუბია: ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ განვითარებისთვის. აღასანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავად შევეცადოთ კიდევ ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელად აღვზარდოთ,” – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ილია სულამანიძე ევროპოს ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან...
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან სერბი პერისიჩი დამატებით...
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელია გახდა. ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია...
ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მეტოქეები ცნობილია – ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. გაიმართა პირველობის წილისყრა,...
„ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან“ – ევროპული კლუბები კვარაცხელიათი ინტერესდებიან
„ნაპოლი“ შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, 23 წლის ქართველით ლიგა 1-დან და...
მოულოდნელი ინციდენტი სტადიონზე-ვინ არის ფეხბურთელი რომელცავ მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა
სერია A-ს 32-ე ტურში "უდინეზესა" და "რომას" მატჩის 72-ე წუთზე "ჯალოროსის" მცველმა ევან ნდიკამ ხელი მკერდზე მოიკიდა და გაზონზე დაწვა....