ესპანეთში ბავშვის სიკვდილის მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა
ესპანეთში გოგოს სიკვდილის მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა. უბედური შემთხვევის შემდეგ ქვეყანაში იმაზე დაფიქრდნენ, თუ რამდენად უსაფრთხოა მგზავრობისას ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. ამის შესახებ BBC წერს.
3 წლის გოგო მას შემდეგ დაიღუპა, რაც ავტომობილი უკანა ნაწილით სკოლის ავტობუსს შეეჯახა. მანქანას ბავშვის დედა მართავდა. უბედური შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა, რომელიც შეჯახებისას მას სახის არეში მოხვდა. საგზაო ინციდენტამდე გაჯეტი გოგოს ხელში ეჭირა.
საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი უჩვეულოა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს. კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ...
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში...
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...