რატი ბრეგაძე: „იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციაა
ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ რატი ბრეგაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამართლის ჰარმონიზაციის ერთიანი პლატფორმა, ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე თარგმნა, ევროკავშირის სამართლის ცენტრის შექმნა და დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
„უკვე დაინერგა სამართლის ჰარმონიზაციის ერთიანი პლატფორმა, რომელშიც ყველა შესაბამისი უწყება ასახავს ინფორმაციას. შედეგად, დამკვიდრდება ერთგვაროვანი პრაქტიკა და ამაღლდება ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ხარისხი და ტემპი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მან ისაუბრა, აგრეთვე, ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე თარგმნის პროცესის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ამ აქტების სახელმწიფო ენაზე წვდომის გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი.
სამინისტრო გააგრძელებს მჭიდრო დარგობრივ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
„ჩვენ დავნერგეთ სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ასევე, რეგიონის ქვეყნებთან. შედეგად, ქართველ იურისტებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ პარტნიორი ქვეყნების სამართლებრივ სისტემებს… ეს ხელს უწყობს ქართული სამართლის კიდევ უფრო დაახლოებას როგორც ევროკავშირის სამართალთან, ისე ჩვენი პარტნიორების ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ რეფორმებსა და ქართულ სამართლებრივ სისტემაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დააკავეს 23 წლის ძმა, რომელიც ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, რის შემდეგაც, მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული...
გარდაბანში ძმამ და მოკლა
გარდაბანში ძმამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო. შინაგან...
ვახტანგ გომელაური: გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის...
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...