რატი ბრეგაძე: „გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი

Read Time:26 Second

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამართლებრივ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

„გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმის წარმოების მიმართულებით.

შედეგად, სამართლებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის დონე კიდევ უფრო მეტად ამაღლდება, ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც, ერთგვაროვანი საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა გაუმჯობესებული სისტემატიზაცია კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იურისტებისთვის საჭირო სამართლებრივ ინფორმაციაზე წვდომას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციაა
Next post რატი ბრეგაძე – მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა, არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები