მშობლებსა და სკოლას შორის კონტრაქტი გაფორმდება
მშობლებსა და სკოლას შორის გაფორმდება კონტრაქტები, რომლის ფარგლებშიც, მხარეების უფლებები და მოვალეობები იქნება გაწერილი – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ჩხენკელის თქმით, ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც, სკოლაში ფლაერების სახით დაარიგეს. ეს არის სამი ტიპის ფლაერი – რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.
“ბულინგის აღმოსაფხვრელად მშობლების, ოჯახების ჩართულობა – ეს აუცილებელი კომპონენტია. ამასთან დაკავშირებით, კონტრაქტები მშობებთან, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. ამის განხორციელებას სექტემბრიდან დავიწყებთ. ეს გულისხმობს, რომ სკოლასა და მშობლებს შორის დაიდება კონტრაქტი, სადაც, გაწერილი იქნება, უფლებებიც, რასაკვირველია და ვალდებულებები, მოვალეობები, რომელიც თითოეულ მხარეს გააჩნია.
ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ სკოლის ხელმძღვანელები, მანდატურები და მშობლები უნდა წარმოადგენდნენ ერთ გუნდს და გუნდის მთავარი მიზანი არის ბავშვებზე ზრუნვა, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, თუ მშობელს გააჩნია რამე ინფორმაცია შვილის შესახებ, რომელიც, სკოლამ უნდა იცოდეს, ინფორმირება უნდა იყოს ცალსახად გაკეთებული და შესაბამისად, სკოლამაც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს, ანუ, ინფორმაციის გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანია,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლებოს სისტემის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიხეილ ჩხენკელმა წარმოადგინა, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს უსაფრხო გარემოს უზრუნველყოფას, კერძოდ, იგეგმება:
- მანდატურის სამსახურის გაუმჯობესებას;
- ეფექტური ფსიქოლოგიური სამსახურის შექმნას;
- სკოლებში საინფორმაციო კამპანიის წარმოებას;
- შეხვედრებს “მოვუსმინოთ მოსწავლეებს”;
- მშობლებთან კონტრაქტების დადებას;
- სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისებას.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამით „სატყეო საქმე“, საერთაშორისო პროექტში – DUGEOR მონაწილეობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, საერთაშორისო პროექტში DUGEOR მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, DUGEOR...
სტუ-ის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერს შეხვდა. შეხვედრას სტუ-ის...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დოქტორ შირო ნაკატას...
სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს შექმნიან, რომელიც საორგანიზაციო-ტექნოლოგიური საკითხების, ასევე, საგანმანათლებლო...