ზაფხულში ბათუმს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება

Read Time:28 Second

ზაფხულში ბათუმს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება. ბათუმის ბულვარში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ივნისში გაიხსნება.

„ზაფხულის სეზონისთვის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება 170-მდე სასტუმრო ნორმით. სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს ოთხივე სეზონის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა. ამ ობიექტს ჰყონდა შეფერხებები, ჩვენი მხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

“გრანდ გლორიას” სასტუმრო მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორანს, სპა ცენტრს. პროექტის ინვესტიცია 31 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მშობლებსა და სკოლას შორის კონტრაქტი გაფორმდება
Next post “მაისში ეს ყველაზე რთული კვირაა” – ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელსაც ყველაზე რთული კვირა ელოდება, ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი