მიხეილ ყაველაშვილი: ვიქტორ ყიფიანს და მის ორგანიზაციას პირდაპირ ეხებოდა ჩვენს მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ – ალბათ, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს
ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ – ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, – ამის შესახებ ხალხის ძალის ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს.
„ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ, ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და განერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის, უცნაური სულაც არ არის“, – განაცხადა ხალხის ძალის ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: რა პარლამენტის შენობაში არიან უმრავლესობის დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?! – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია
საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი...
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...