კახა კალაძე: ხელისუფლების შეცვლა საქართველოში მოხდება არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა

Read Time:36 Second

დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობა არეულობით და რევოლუციური სცენარით მოვიდნენ ხელისუფლებაში, განწირულია კრახისთვის.

„ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ ამ განცხადებებს. ვფიქრობ, ზოგიერთი პოლიტიკოსი რეალობას აცდენილია. ვერ ხვდებიან და ვერ ხედავენ, რა ვითარებაა ქვეყანაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დაპირისპირებით, რევოლუციით, სისხლისღვრით, ძალიან ცდება. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში მოხდება ცივილური გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – დაპირისპირება, არეულობა, სისხლისღვრა და ა.შ. არავის არაფერი გამოუვა. თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო გიორგობიანი: პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ არ წყდება ფეიკ ნიუსების გავრცელება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება. განსაკუთრებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ახალგაზრდებში
Next post მიხეილ ყაველაშვილი: ვიქტორ ყიფიანს და მის ორგანიზაციას პირდაპირ ეხებოდა ჩვენს მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ – ალბათ, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს