ნინო გიორგობიანი: პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ არ წყდება ფეიკ ნიუსების გავრცელება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება. განსაკუთრებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ახალგაზრდებში

Read Time:49 Second

რემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ არ წყდება ფეიკ ნიუსების გავრცელება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება. განსაკუთრებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ახალგაზრდებში, – ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.

იგი საზოგადოებას პრემიერის მიერ სტუდენტებთან მიმართებაში გაკეთებულ მის განცხადებას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

„პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ არ წყდება ფეიკ ნიუსების გავრცელება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება. განსაკუთრებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ახალგაზრდებში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სტუდენტებთან მიმართებაში გაკეთებულ მის განცხადებას: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც იყო, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, მშვიდად იდგნენ აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას, მაგრამ მე არ მინდა და არ მსურს, მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი შვილები, ჩვენი დები და ძმები არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებით თუ უნებლიეთ ჩართულნი.“

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ შეიყვანონ შეცდომაში ახალგაზრდები. ამას გარდა, გუშინდელი ინტერვიუდან კიდევ ბევრი ფეიკი გავრცელდა, რომლის მიზანი ისევ და ისევ, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – წერს გიორგობიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს
Next post კახა კალაძე: ხელისუფლების შეცვლა საქართველოში მოხდება არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა