მიხეილ ყაველაშვილი: ვიქტორ ყიფიანს და მის ორგანიზაციას პირდაპირ ეხებოდა ჩვენს მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ – ალბათ, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს

Read Time:36 Second

ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ – ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, – ამის შესახებ ხალხის ძალის ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს.

„ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ, ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და განერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის, უცნაური სულაც არ არის“, – განაცხადა ხალხის ძალის ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ხელისუფლების შეცვლა საქართველოში მოხდება არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა
Next post ანდრია გვიდიანი: წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგოს, რა ხდება სინამდვილეში