ანდრია გვიდიანი: წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგოს, რა ხდება სინამდვილეში

Read Time:51 Second

წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგოს რა ხდება სინამდვილეში, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

გვიდიანის განცხადებით, ევროპარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მის მიერ გაზიარებული ინფორმაცია, ფეისბუკმა ყალბ ამბად მიიჩნია.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს კოორდინაციის იმ მაღალ ხარისხზე, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საქართველოს მოსახლეობისთვის სინამდვილეში არსებული ვითარების დასამალად იყენებენ.

„საოცრება ხდება!!! რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან ინფორმაცია გავაზიარე, სადაც წერია, რომ განხილვაშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი.

დღეს Facebook-იდან მომივიდა შეტყობინება, რომ, თურმე „დამოუკიდებელმა“ Fact-checker ებმა ჩემს მიერ გაზიარებული ინფორმაცია ყალბ ამბად მიიჩნიეს.

წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგოს რა ხდება სინამდვილეში.

თუმცა, საერთოდ არ მიკვირს, ამერიკულ კანონზე დაგვაჯერეს რუსულიაო და ევროპარლამენტის ვებგვერდის სიყალბის საკითხი ამასთან საერთოდ რა მოსატანია?!

P.S. – ძალიან მეცინება, მაგრამ რაც ახლა ხდება ეს სასაცილო საერთოდ არ არის – ეს ტრაგედიაა!!!”- წერს ანდრია გვიდიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: ვიქტორ ყიფიანს და მის ორგანიზაციას პირდაპირ ეხებოდა ჩვენს მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ – ალბათ, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს
Next post გიორგი ვაშაძე: ამ დღეებში გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობა ვართ