ლევან ხაბეიშვილი: მთავრობა უკან დახევას არ აპირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, მათ შორის ყოველდღიური
მთავრობა უკან დახევას არ აპირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, მათ შორის ყოველდღიური – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„27 ქვეყნის მთავრობამ წაიკითხა და გაიგეს, რომ ეს კანონი რუსულია. ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა წაიკითხა და გაიგო, რომ კანონი რუსულია. ქვეყნის შიგნითაც იმავე აზრზე ვართ. თუ ასე არ არის, ისე გამოდის, რომ სოზარ სუბარია თვით ობიექტურობა, ხოლო სიმართლის საზომია ხუნდაძე. იქცევიან ისე, როგორც პუტინის რუსეთში, როცა რაიმეს პროპაგანდირება უნდათ. მათზე შეგიძლიათ პირდაპირ თქვათ, რომ „კრემლმა განაცხადა“ და ჩვენ კრემლის არ გვჯერა. როგორც კი მოახლოვდა ევროკავშირის წევრობის სტატუსის საკითხი, მაშინვე დაიწყეს რუსული კანონის განხილვა.
ხალხს უნდა ევროპა და ეს მათი ისტორიული არჩევანია, თუმცა ჩვენი მთავრობა კონსტიტუციას არღვევს, როდესაც ამის საპირისპიროდ მიდიან. დაიხევენ თუ არა უკან? ჩემი წარმოდგენით, ასე არ მოხდება, რადგან რასაც მათ დასავლეთი და ევროპა ეუბნება, იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, მათ შორის, ყოველდღიური. ქვეყნის გარედან ყველაფერი ნათქვამია. მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით საქართველოს რუსეთიზაცია არ დავუშვათ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...