ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას

Read Time:34 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ამაზრზენს უწოდებს. მისი შეფასებით, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათთვის დემოკრატია არაფერია, გარდა სიტყვებისა და რეალურად ისინი მზად არ არიან შინაარსიან დებატებში მონაწილეობისთვის.

„ისინი ამ ქმედებებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ფაცაციამ სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა მეუღლეებს დედის დღე მიულოცა
Next post ლევან ხაბეიშვილი: მთავრობა უკან დახევას არ აპირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, მათ შორის ყოველდღიური