დავით ფაცაციამ სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა მეუღლეებს დედის დღე მიულოცა

Read Time:35 Second

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილი გმირების – ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და ჯუმბერ ბეთაშვილის მეუღლეები მოინახულა, მათ დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლებმა დედის დღე, ასევე, მიულოცეს გიგა ოთხოზორიას დედას – ჯულიეტა ოთხოზორიას.

„გმირობის ტოლფასი და განსაკუთრებული სიძლიერეა იყო იმ ადამიანის მეუღლე, დედა, რომელიც მომავალი თაობებისთვის შეუდრეკელობის, სიმამაცისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითია. თითოეულ ამ ქალბატონს მადლობას ვუხდი გამძლეობისთვის, რადგანაც მათ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დასაცავად ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე დაკარგეს. სწორედ თქვენნაირი ქალბატონების სიძლიერის მაგალითია საქართველოს ისტორია. კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და მალე გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას!“ – განაცხადა დავით ფაცაციამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი
Next post ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას