“ლელო”: პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს “ხალხის ძალას” ინიციატივას, მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება
უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების ‘აგენტებად’ დარეგისტრირების მოთხოვნის შესახებ კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის ანალოგია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია. – ამის შესახებ პარტია “ლელო” განცხადებას ავრცელებს.
“ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის მიერ 23 თებერვალს გავრცელებული განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და, ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას-ამის ნათელი დასტურია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიღებამშესაძლოა დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნებისგან დახმარების შეჩერება გამოიწვიოს, რასაც მოწმობს გაეროს და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების განცხადებები. დახმარების შეჩერება კი, პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობა, ხელისუფლების ვალდებულებაა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან მის მიღებამდეც ცნობილია, რომ ის დააბრკოლებს ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს.
პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, ქვეყნის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.
„ლელომ“ აქტიური მოქმედება დაიწყო აღნიშნული კანონპროექტის მიღების შეჩერების მიზნით. გრძელდება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ვიწყებთ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის და ამ ინიციატივის შეჩერების მიზნით; „ლელო“-ს წარმომადგენლები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ მაქსიმალური დაბრკოლება შეუქმნან კანონპროექტის მიღებას.
ახლა საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეებისმაქსიმალურად გააქტიურების და გაერთიანების დროა. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის გზიდან, რისთვისაც უახლოეს არჩევნებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...