“ლელო”: პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს “ხალხის ძალას” ინიციატივას, მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება

Read Time:1 Minute, 2 Second

უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების ‘აგენტებად’ დარეგისტრირების მოთხოვნის შესახებ კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის ანალოგია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია. – ამის შესახებ პარტია “ლელო” განცხადებას ავრცელებს.

“ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის მიერ 23 თებერვალს გავრცელებული განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და, ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას-ამის ნათელი დასტურია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიღებამშესაძლოა დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნებისგან დახმარების შეჩერება გამოიწვიოს, რასაც მოწმობს გაეროს და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების განცხადებები. დახმარების შეჩერება კი, პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობა, ხელისუფლების ვალდებულებაა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან მის მიღებამდეც ცნობილია, რომ ის დააბრკოლებს ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს.

პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიცატივას, ქვეყნის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.

„ლელომ“ აქტიური მოქმედება დაიწყო აღნიშნული კანონპროექტის მიღების შეჩერების მიზნით. გრძელდება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ვიწყებთ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის და ამ ინიციატივის შეჩერების მიზნით; „ლელო“-ს წარმომადგენლები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ მაქსიმალური დაბრკოლება შეუქმნან კანონპროექტის მიღებას.

ახლა საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეებისმაქსიმალურად გააქტიურების და გაერთიანების დროა. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის გზიდან, რისთვისაც უახლოეს არჩევნებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “თურმე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობა დასავლეთში აუცილებელია, ჩვენთვის კი მიუღებელია – ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ინტერესების დაცვა გვინდა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა” – დიმიტრი ხუნდაძე
Next post გიული ალასანია სააკაშვილზე: ჩემს თვალწინ ილევა, ქრება, მაგრამ მიმდინარე მოვლენებზე ემოციურად რეაგირებს