“თურმე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობა დასავლეთში აუცილებელია, ჩვენთვის კი მიუღებელია – ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ინტერესების დაცვა გვინდა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა” – დიმიტრი ხუნდაძე

Read Time:37 Second

“ჩვენს მიერ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პირველ ვარიანტად წარდგენილ კანონს, რომელიც ყველაზე მსუბუქია და მითუმეტეს, რუსულ კანონთან არანაირ თანხვედრაში არაა, ამერიკულთან შედარებით კი მნიშვნელოვნად ლიბერალურია, ოპონენტებმა „რუსული კანონი“ დაარქვეს. ამიტომ, მეორე ვარიანტი შემოვიტანეთ – ამერიკული კანონი, რომ უფრო ფართო არჩევანი მიეცეს როგორც საზოგადოებას, ასევე – პოლიტიკოსებს”, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, როგორც ჩანს, რაც დასავლეთში დემოკრატიაა, საქართველოში – დემოკრატიის საფრთხეა.

„ამერიკული კანონი სიტყვასიტყვით, ერთი ერთში ვთარგმნეთ, წერტილ-მძიმეც კი არ შეგვიცვლია და ამასაც რუსული უწოდეს. ამიტომ, რთულია ამ ადამიანებთან საუბარი, მაგრამ პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობაა – ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მისი ინტერესები იყოს დაცული. უცხოური გავლენის გამჭვირვალობა დასავლეთში თურმე აუცილებელია, ჩვენთვის კი – მიუღებელია; დასავლეთში თურმე ეს დემოკრატიის ანი და ბანია, ჩვენთან კი – დემოკრატიის საფრთხეა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მოწოდებაზე რომ წავყვეთ, თბილისში რუსული ტანკები იდგება და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება – მერე მიხვდებით, რუსული ვინ არის, დღეს რომ შეტრფით და ანტი-ოკუპანტები გგონიათ, ის ხალხი უკან რომ გადაბარგდებოდნენ
Next post “ლელო”: პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს “ხალხის ძალას” ინიციატივას, მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება