მამუკა მდინარაძე: მოწოდებაზე რომ წავყვეთ, თბილისში რუსული ტანკები იდგება და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება – მერე მიხვდებით, რუსული ვინ არის, დღეს რომ შეტრფით და ანტი-ოკუპანტები გგონიათ, ის ხალხი უკან რომ გადაბარგდებოდნენ

Read Time:38 Second

რუსული ხელისუფლება როდის გეყოლებოდათ იცით? ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ვიღაც-ვიღაცები, არ დავაკონკრეტებ, მაგ მოწოდებაზე რომ წავყვეთ. მაგ შემთხვევაში, მაქსიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში თბილისში რუსული ტანკები იდგება და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება და მერე მიხვდებით, რუსული ვინ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, სწორედ ის ადამიანები, შეიცვლიან პოზიციებს, რომლებიც დღეს რუსეთთან მებრძოლებად ცდილობენ თავის წარმოჩენას.

„იმ რუსულ ხელისუფლებაში რომ გეყოლებოდათ ვიღაცები, დღეს რომ ეტრფით და გგონიათ ანტი-ოკუპანტები, აი ის ხალხი უკან რომ გადაბარგდებოდნენ, მერე მიხვდებოდით, რას ნიშნავს რეალურად რუსული ხელისუფლება. მაგ ნარატივს მერე ცოტა სხვანაირად შეხედავდით და „ვაიმე, დაგვღუპესო“, იტყოდით“, – აღნიშნა მდინარაძემ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება რომ აჰყვეს იმ მოწოდებებს, რაც მათი ეთერებიდან ისმის, „ აქ იქნებიან რაღაც პერიოდის შემდეგ რუსული ტანკები და ეს უნდათ ვიღაცებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი
Next post “თურმე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობა დასავლეთში აუცილებელია, ჩვენთვის კი მიუღებელია – ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ინტერესების დაცვა გვინდა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა” – დიმიტრი ხუნდაძე