გიული ალასანია სააკაშვილზე: ჩემს თვალწინ ილევა, ქრება, მაგრამ მიმდინარე მოვლენებზე ემოციურად რეაგირებს

Read Time:33 Second

მიშა ჩემს თვალწინ ილევა, ქრება, მაგრამ მიმდინარე მოვლენებზე ემოციურად რეაგირებს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემს თვალწინ ილევა, ქრება, მაგრამ ემოციური ადამიანია და მისი განწყობა დამოკიდებულია მიმდინარე მოვლენებზე. დღეს მაგალითად, დღის მეორე ნახევარში რომ მივედი, უკვე  გახდა ცნობილი 27 ქვეყანა რომ უჭერს მხარს.  სხვანაირ განწყობაზე დადგა, მიუხედავად მისი მძიმე მდგომარეობისა“- აღნიშნა გიული ალასანიამ.

ცნობისათვის,საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო ეთანხმება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ლელო”: პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს “ხალხის ძალას” ინიციატივას, მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება
Next post რატი ბრეგაძე:3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში,შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე