რატი ბრეგაძე: ,,ნიმუში თუ ჩაბარებულია და დალუქული არ არის, რამდენად დასაშვებია, თუ არ არის დასაშვები საბოლოოდ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი”
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში ცენტრ „ემპათიის“ საექსპერტო დასკვნაში ასახული ლაბორატორიული კვლევის მასალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშების ჩაბარების პირობები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
„რაც შეეხება ნიმუშს: დალუქულია თუ არა? პასუხი არის – არა; ნიმუშის ეტიკეტზე არის თუ არა ინიციალები? – არა; ნიმუშის ეტიკეტზე არის თუ არა თარიღი? – არა; ნიმუშის ეტიკეტზე არის თუ არა მითითებული? – არა. ეს ყველაფერი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუ როგორ უნდა იყოს ჩაბარებული ნიმუში.ამ საკითხს განიხილავს სასამართლო და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ერთი რამეც უნდა ვთქვათ და, სხვათაშორის, ჩვენმა წარმომადგენელმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება და გაავრცელა, რომ, მათ შორის, კონკრეტულად ამ ლაბორატორიის მონაცემებით, ის მეტალები, რომლებიც იყო აღმოჩენილი, ის ნივთიერებები იყო სრულიად ნორმის ფარგლებში.მე პირადად ვთვლი, რომ მოწამვლის ვერსია არის გაბათილებული, თუმცა, საბოლოოდ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი; მაგრამ ეს ემყარება მტკიცებულებებს. ნიმუში თუ ჩაბარებულია და დალუქული არ არის, რამდენად დასაშვებია, თუ არ არის დასაშვები…ერთი რამ მინდა, ვთქვა მოწამლის ფაქტთან დაკავშირებით და რამდენად დაინტერესებული არის მეორე მხარე სიმართლის დადგენით. მყისიერად, როდესაც ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ იყო, ასე ვთქვათ, სერიალების ჟანრში ხან უარყოფა, ხან დათანხმება მათი მხრიდან, შევთავაზეთ, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა შეთავაზება, რაზეც მივიღეთ უარი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ შემდგომ გამოძიებასაც ეს ადამიანი არ აბარებს ნიმუშს და, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ ეს არ არის მიმართული იმისკენ, რომ დადგინდეს სიმართლე. ამაზე ახლა, მოწამვლაზე – ვის შეუძლია ისაუბროს და ვის შეუძლია დაადასტუროს, როდესაც ჩვენ ეს უარვყავით იმავე ლაბორატორიის მონაცემებით, რომელიც მათ წარმოადგინეს, და დანარჩენზე, ბუნებრივია, როგორც გითხარით, იმსჯელებს სასამართლო”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონით ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები....
გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა, ამიტომ ეშინიათ გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა – ირაკლი კობახიძე
გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ...
VIDEO: „ვეტოს რა თქმა უნდა მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი რომელის სჭირდება საქართველოს…“ – სოზარ სუბარი
„ვეტოს რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი რომელიც სჭირდება საქართველოს... აქვე 26 ოქტომბერი ნამდვილად იქნება რეფერენდუმი...
ირაკლი კობახიძე: უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს, ყოველგვარი განხილვის გარეშე
უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს, ყოველგვარი განხილვის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი...
VIDEO: ახლა გაერთიანება გაერთიანებისთვის კი არ არის საჭირო, საჭირო არის ყველაზე კარგი რეზულტატის დასადებად – ბაჩო დოლიძე
ახლა გაერთიანება გაერთიანებისთვის კი არ არის საჭირო, საჭირო არის ყველაზე კარგი რეზულტატის დასადებად - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო...
ირაკლი კობახიძე: როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით
წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, – ამის შესახებ...