რატი ბრეგაძე ევროკავშირის ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე: „შეხვედრა გაიმართა ორმხრივი, პარალელურად გამოხატული სურვილის საფუძველზე. შევთანხმდით, რომ საუბრის შინაარსი ბოლომდე საჯარო არ უნდა გამხდარიყო“

Read Time:52 Second

რატი ბრეგაძემ  დღეს ევროპარლამენტში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას უპასუხა, რომელის მიხედვითაც, ევროკავშირის ელჩებმა 28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას ფორმალური დემარში ჩაატარეს.

„იმ საკითხებზე, რაზეც მაშინ ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ  შინაარსი ბოლომდე არ უნდა გასულიყო. მე მაქსიმალურად დავიცავი ეს შეთანხმება. თუკი ცალკეული პირი გაამჟღავნებს, ეს, ბუნებრივია, მისი გადასაწყვეტია. ეს შეხვედრა იყო როგორც ჩვენი ინიციატივით, იმიტომ, რომ გვინდოდა, გაგვეცნო მათთვის რეალური სურათი, ისე მათი ინიციატივითაც და მათ, ბუნებრივია, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და წუხილი სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის გარშემო. აინტერესებდათ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო და ჩვენც გვამოძრავებდა ზუსტად იგივე მიზანი, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის მთელ ამ ინფორმაციულ  ქარტეხილებში, რომელიც მეტწილად გაჯერებული არის სრული დეზინფორმაციით, მიგვეწოდებინა  ფაქტებით გამყარებული სწორი ინფორმაცია. ეს იყო რეალურად ინფორმაციის გაცვლა.  ჩვენც გავაცანით სრული ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ ადამიანის გარშემო, რას აკეთებს სახელმწიფო და როგორი იყო მისი იმჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს შედის ჩვენს ინტერესში. მითუმეტეს, როდესაც საქართველო შედის ევროინტეგრაციის პროცესში და ხელისუფლება მოსახლეობის დავალებას ასრულებს მაქსიმალურად, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ სრულფასოვანი, ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება და როგორ სრულდება კანონმდებლობის მოთხოვნები საქართველოში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია“, – იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის შესახებ
Next post რატი ბრეგაძე: ,,ნიმუში თუ ჩაბარებულია და დალუქული არ არის, რამდენად დასაშვებია, თუ არ არის დასაშვები საბოლოოდ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი”