გიგლა ბარამიძე: 2 გვამის პარტიამ რა მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე უნდა ისაუბროს, გარდა იმისა, რომ ფინანსები სჭირდებათ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაიყვეს ბიუჯეტიდან წაღებული კეზერაშვილის მილიონები და სააკაშვილის მილიონები, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„აქაც ერთი სეგმენტი ხომ აღარ არის, დაჭამეს ერთმანეთი მუშტი-კრივზე არიან გადასულები. 2 გვამის პარტიამ რა მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე უნდა ისაუბროს, გარდა იმისა, რომ ფინანსები სჭირდებათ. ისინი არიან გადასულები მხოლოდ იმაზე, როგორ მოიხვეჭონ ის ფინანსები, რაც საქართველოდან არის წასული და ისევ დაიბრუნონ ის მატერიალურ-სახელმწიფოებრივი მდგომარეობა, რაც ჰქონდათ წლების განმავლობაში და ამის დასტურია ის, რომ იმ ქვეყანამ, რომელმაც მათი ხელშეწყობით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% წაიღო, ამ ქვეყანას გადასცეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები. 2024 წელს ჩატარდება საქართველოში არჩევნები და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი უკვე არის ძალიან დაბალი. არანაირის შანსი ხელისუფლებაში მოსვლის მათ არ აქვთ. საზოგადოება ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ბარამიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...