რატი ბრეგაძე: ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისკენ ერთგულება, როდესაც ყველა პუნქტზე დროულად დაიწყო მუშაობა

Read Time:34 Second

თამამად უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისკენ ერთგულება, მაშინ როდესაც ყველა პუნქტზე დროულად დაიწყო მუშაობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველგვარი სპეკულაციის სივრცე ოპოზიციას უკვე ამოწურული აქვს.

„საბოლოო ჯამში, როგორც ვიხილეთ, ის საკითხი, რომელზეც ამდენი ხანი იყო საუბარი, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ესეც გადაეგზავნოს მათ შორის ვენეციის კომისიას. ვფიქრობ, ყოველგვარი სპეკულაციის სივრცე ოპოზიციას უკვე ამოწურული აქვს. ამიტომაც არის მათი მხრიდან სრულიად გაუგებარი და შეუსაბამო განცხადებები. ვენეციის კომისია, რა თქმა უნდა სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს, იქ არ არიან პოლიტიკოსები. იქ არიან ღვაწლმოსილი იურისტები, რომლებსაც სამართლის სფეროში გააჩნიათ ღრმა ცოდნა და ისინი აკეთებენ სამართლებრივ შეფასებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი ილონ მასკს: თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და თავად იხილავ
Next post გიგლა ბარამიძე: 2 გვამის პარტიამ რა მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე უნდა ისაუბროს, გარდა იმისა, რომ ფინანსები სჭირდებათ