კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპის მესამე ტური მიმდინარეობს. C ჯგუფში ერთმანეთს პოლონეთი და არგენტინა და საუდის არაბეთი და მექსიკა დაუპირისპირდნენ.
პოლონეთისა და არგენტინის შეხვედრა ანგარიშით 0-2 დასრულდა, საუდის არაბეთი კი მექსიკასთან 1-2 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე არგენტინა (6 ქულა) და პოლონეთი (4 ქულა) გადავიდნენ.