რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით წარდგა
დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება. კონფერენციას ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრი სიტყვით წარდგა და იმ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გატარდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია. გასული წლების განმავლობაში გატარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები გენდერული კუთხით ჩვენი მიდგომის საუკეთესო ილუსტრაციაა. ჩვენი პოლიტიკა ემყარება 4 პრინციპს: ძალადობის თავიდან აცილება, მსხვერპლთა დაცვა, ეფექტური გამოძიება და უწყებათაშორისი თანამშრომლობა. ყველა ეს მიმართულება სრულყოფილად არის ასახული სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების მეორე ეროვნულ სტრატეგიასა და თემატურ სამოქმედო გეგმებში“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
კონფერენციაში, ასევე მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი.
დუბლინის კონფერენციის ფარგლებში ოჯახში, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის შესახებ დეკლარაციას მიიღებენ. დეკლარაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააძლიერონ ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული მექანიზმები; ყურადღება გაამახვილონ მოძალადეთა რეაბილიტაციასა და ძალადობრივი ქცევის კორექციაზე, ასევე, მოუწოდებენ სახელმწიფოებს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციისკენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...