„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება
„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ევროპის მოედნის მიმდებარედ, 30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მეტეხის ხიდზე და ევროპის მოედანზე.
„ასევე, გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ასევე, გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმართულებით.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი (გვირაბის გამოყენებით).
სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება, ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.
აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნის ნაცვლად, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N550, N580 გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...