ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია – ევროკავშირი ურყევად დაუჭერს მხარს უკრაინას

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია.

კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები საბოლოოდ ღრმა და თვალსაჩინო გავლენას ახდენს.

კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის მხარდაჭერაზე, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ უკრაინის გვერდით დგომა „ძვირია, თუმცა ჩვენი თავისუფლება, საერთაშორისო წესრიგი და დემოკრატია ფასდაუდებელია“.

„უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, აუცილებელია, რომ უკრაინამ მიიღოს სამხედრო შესაძლებლობები, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის (ორესტ ბერეზოვსკის). ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბერეზოვსკიმ 2002 წელს ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის შესაბამის ორგანოებს.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერეზოვსკის აქვს კავშირი მოსკოვის საპატრიაქროსთან და გამიზნულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბური ინტერვენციის მიუხედავად, ბერეზოვსკი ფაქტობრივად განაგრძობს რუსეთის ეკლესიის და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკის მხარდაჭერას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის პატრიარქმა „დალოცა რუსეთის ჯარების შეიარაღებული აგრესია და ატარებს უკრაინელი ხალხის გენოციდისკენ წაქეზებისა და გამართლების პროპაგანდისტულ  პოლიტიკას“.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – რა...

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა, რომელიც ამ წუთებში კომისიას დისტანციურად ერთვება.წულუკიანმა გახარიას, რომელიც სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე უნდა გამოიკითხოს, პირველ რიგში კითხვა სწორედ ქვეყნიდან მის გასვლაზე დაუსვა.„ბატონო გიორგი, ჩვენ საკმაოდ ადრე შეგატყობინეთ იმის თაობაზე, რომ გვსურდა თქვენთან ამ დარბაზში გასაუბრება ისე, რომ თქვენ, როგორც პირველ შემთხვევაში, ფიზიკურად გამოცხადებულიყავით, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ შეიძინეთ ბილეთი და გაფრინდით, რატომ?“ - მიმართა წულუკიანმა გახარიას.თავის მხრივ, გახარიამ უპასუხა:„იმიტომ, რომ დაგეგმილი მქონდა. მე, როდესაც ჩამბარდა ეს თქვენი მოწვევა, უკვე ბილეთი აღებული მქონდა და შესაბამისად, დაგეგმილი მქონდა ვიზიტი. ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, - განმარტა გახარიამ.წულუკიანი გახარიას ამ განმარტებას არ დაეთანხმა და როგორც აღნიშნა, კომისიამ გახარიას 11 ივნისს გაუგზავნა ცნობა იმის შესახებ, რომ კომისიაზე ხელმეორედ იყო მიწვეული, ბილეთი კი 13 ივნისს არის შეძენილი.„რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?“ -ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.„კომისიის კვლევის საგანი გახდა, მე ბილეთი როდის ავიღე?“ ასევე კითხვით უპასუხა გახარიამ წულუკიანს.„დაგეგმილი გქონდათ და იმიტომ არ მობრძანდით, ეს ასე არ არის“, - უპასუხა წულუკიანმა.გახარიამ წულუკიანის ამ განმარტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ წულუკიანი იტყუება, რაზეც თავად წულუკიანმა ასე უპასუხა:„ვინც არის მატყუარა, ეს კარგად გამოჩნდა წინა სხდომიდან და ის ბილეთი, რაც თქვენ გამოგზავნეთ, აგერ არის - „one way ticket“. ჰო, ეს „one way ticket“-ი კარგია, მოწმობს იმას, რომ 13 რიცხვში, სამის ნახევარზე ბილეთის ერთი, იქეთ გზა გაქვთ ნაყიდი“, - აღნიშნა წულუკიანმა.გახარიამ საპასუხოდ წულუკიანს უთხრა, მაშინ აღნიშნული საკითხი პროკურატურაში გადაგზავნონ.„მოდით, დავრჩეთ კორექტულობის ფარგლებში, თორემ ეპითეტები თქვენზე ცოტა მეტი ვიცი. ლექსიკასაც მგონია მეტს მოვძებნი, დახასიათებებისთვის... მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით,“ - უპასუხა წულუკიანმა გახარიას.

2020 წლის 28 ივლისს ეგვიპტეში, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა მუჰამედ მაშალი — ცნობილი როგორც „ღარიბთა ექიმი“-„ღმერთს დავპირდი, რომ არც ერთ გროშს არ ავიღებდი ღარიბებისა...

2020 წლის 28 ივლისს ეგვიპტეში, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა მუჰამედ მაშალი — ცნობილი როგორც „ღარიბთა ექიმი“.1967 წელს დაამთავრა სამედიცინო კოლეჯი და 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღარიბებს უფასოდ მკურნალობდა თავის კლინიკაში ტანტაში. აძლევდა მათ ფულსაც კი მედიკამენტების საყიდლად.შეძლებული პაციენტებისგანაც კი მაშალი მხოლოდ 10 ეგვიპტურ ფუნტს (დოლარზე ნაკლებს) იღებდა მკურნალობის საფასურად.ასობით პაციენტი ყოველდღიურად იკრიბებოდა მისი კლინიკის წინ, და ექიმი მუჰამედი დილიდან გვიან საღამომდე მუშაობდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიეღო და ემკურნალა.მუჰამედ მაშალს არ ჰყავდა მანქანა, მობილური ტელეფონიც კი არ ჰქონდა და, ასაკის მიუხედავად, სახლიდან კლინიკამდე ყოველდღე ფეხით დადიოდა.ერთხელ, სპარსეთის ყურეში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მდიდარმა, მისი ამბავი რომ გაიგო, მაშალს 20 ათასი დოლარი და მანქანა აჩუქა. ერთი წლის შემდეგ ქველმოქმედმა აღმოაჩინა, რომ მუჰამედმა ფული თავის ღარიბ პაციენტებს დაურიგა, მანქანა კი გაყიდა, რათა შემოსული თანხა ანალიზატორების შესაძენად დაეხარჯა — პაციენტებისთვის უფასო ანალიზების ჩასატარებლად.სამედიცინო კოლეჯის დასრულების შემდეგ მან გაიგო, რომ მამამ საკუთარი მკურნალობის ნაცვლად მისი სწავლის საფასური გადაიხადა, რათა შვილი ექიმი გამხდარიყო.„ღმერთს დავპირდი, რომ არც ერთ გროშს არ ავიღებდი ღარიბებისა და გაჭირვებულებისგან,“ — თქვა „ღარიბთა ექიმმა“.„იყავი ადამიანი, სანამ ექიმი გახდები!“ — ეს იყო მუჰამედ მაშალის ცხოვრების დევიზი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საგაზაფხულო სემესტრს იტალიაში, პალერმოს უნივერსიტეტში გადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საგაზაფხულო სემესტრს იტალიის ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ სივრცეში - პალერმოს უნივერსიტეტში გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მათივე ცნობით, გაცვლითი პროგრამა მოიცავს აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებებს და მიზნად ისახავს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, ევროპული აკადემიური სტანდარტებისა და პრაქტიკული უნარების შეჯერებას თანამედროვე აგრარულ გამოწვევებთან.სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ლექციებში, სამეცნიერო პროექტებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში ისეთი მნიშვნელოვანი თემების ფარგლებში, როგორიცაა ვაზის ვირუსული დაავადებები, სოციალური მარკეტინგი ღვინის ინდუსტრიაში, აგრარული მექანიზმები და მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტრატეგიები.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ აკადემიური გამოცდილების გაფართოების შესაძლებლობა - ეს არის ნაბიჯი გლობალური სამეცნიერო სივრცისაკენ. საგაზაფხულო სემესტრის გატარება იტალიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გაიღრმავონ, არამედ უშუალოდ შეეხონ იმ პრაქტიკულ გარემოს, რომელშიც იქმნება თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია ისეთი სპეციალობებისთვის, როგორიცაა აგრონომია, მევენახეობა-მეღვინეობა და აგრარული ტექნოლოგიები. სტუდენტები იღებენ მრავალმხრივ გამოცდილებას, ეცნობიან ევროპულ სტანდარტებს, გადიან პრაქტიკულ ტრენინგებს თანამედროვე ლაბორატორიებსა და საველე მეურნეობებში, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ პროფესიულ კომპეტენციებს და კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უნივერსიტეტისთვის კი, მსგავსი პროექტები წარმოადგენენ მძლავრ ბერკეტს საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად, აკადემიური რესურსების გაზიარებისა და ინოვაციების დანერგვისთვის. სტუდენტების საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მონაწილეობა ზრდის უნივერსიტეტის რეპუტაციას, ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან და ხელს უწყობს კვლევითი მიმართულებების განვითარებას.პალერმოში წასულია მაგისტრატურის ოთხი წარმატებული სტუდენტი. მათ შორის: ნიკა ქალიაშვილი, რომლის ინტერესები მოიცავს აკაროლოგიას, ფიტოპათოლოგიას, მცენარეთა ინტეგრირებულ დაცვასა და ნიადაგმცოდნეობას. ნიკას პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით ფართოა — მან ჯერ კიდევ 2022 წელს, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ისწავლა პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტში. 2024 წელს კი გახდა აგრო-ლიგის გამარჯვებული მცენარეთა დაცვის მიმართულებით. პალერმოში ნიკას თანამშრომლობა აქვს ადგილობრივ წამყვან პროფესორებთან და მონაწილეობს კვლევით აქტივობებში, რაც კიდევ უფრო აფართოებს მის სამეცნიერო ჰორიზონტს; ირაკლი ათანელიშვილი, რომელიც მუშაობს პროფესორ ანტონინო გალატის ხელმძღვანელობით და იკვლევს, როგორ იყენებენ მცირე და საშუალო მეწარმეები სოციალურ მედიას ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად. მისი დასკვნები მიუთითებს, რომ სწორად დაგეგმილი კამპანიები ზრდის ლოიალურობასა და გაყიდვებს, განსაკუთრებით ნიშურ, მაღალი ხარისხის პროდუქციაზე; გიორგი ლაზარიაშვილი, რომელიც მუშაობს ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორიც არიან სტეფანო პანო და ანდრეა კარუზო. მისი კვლევა ეფუძნება ვირუსების აღმოჩენის თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც მომავალში დაეხმარება მას მევენახეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებაში. გიორგის პრაქტიკული გამოცდილება შთამბეჭდავია: 2025 წელს დააარსა საკუთარი მარანი — მეღვინეობა კამარა, რომელიც ტრადიციულსა და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებს. ასევე არის 2024 წლის აგრო ოლიმპიადის პრიზიორი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით და ლუკა ქორიძე, რომელიც აქტიურად მუშაობს ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში პროფესორებთან: სტეფანო პანო, ანდრეა კარუზო, სლავიცა მატიჩი და სალვატორე დავინო. მან გაიარა პრაქტიკული მომზადების კურსი ისეთ თანამედროვე მეთოდებში, როგორიცაა Real Time qPCR, LAMP და Primer Design. იგი იკვლევდა ყველაზე გავრცელებულ ვირუსებს სიცილიის ვენახებში. ლუკა ასევე გახლავთ სტუ-ის წარჩინებული კურსდამთავრებული და მონაწილეობდა გერმანიაში საზაფხულო სტუდენტურ დასაქმების პროგრამაში, რამაც მის პიროვნულ განვითარებასა და პრაქტიკულ მიდგომებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”, - აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.სტუ-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორების, ნინო თოფურიას და ალექსი ლაბაძის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის, მარგარიტა სეროპიანის შემადგენლობით - „ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პალერმოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავებისა და სასწავლო პროგრამების ჰარმონიზაციის მიმართულებით.

ღუდუშაური გახარიას: რა დღეში ხარ – რას ბლატაობ?!

რა დღეში ხარ - რას ბლატაობ?! - ასე მიმართა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომას ონლაინ ერთვება.ღუდუშაურმა თეა წულუკიანს სიტყვა მაშინ გააწყვეტინა, როცა ყოფილი პრემიერმა "ოცნების" განცხადებებს "ტყუილი" უწოდა და თქვა, რომ ქვეყნიდან კონკრეტული მისიით არის გასული და არ გაქცეულა, რასაც ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს. გიორგი მოიხედეთ, ერთი წამი, რა დღეში ხარ, ერთი გამაგებინე. რა იყო, შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, ახლა დგახარ და გგონია რომ ბლატაობ ხო? ცოტა გააკონტროლე თავი! შენ ეტყობა "თუთხაშხიას" ბევრს უყურებდი - გაპარვის ეპიზოდი რომ არის, რა საოცრად წავიდაო, ხოდა გაეცი ახლა პასუხები კითხვებს. უყურე ამას, ბლატაობს აქ", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. 

ბოლო სიახლეები