ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია – ევროკავშირი ურყევად დაუჭერს მხარს უკრაინას
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია.
კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები საბოლოოდ ღრმა და თვალსაჩინო გავლენას ახდენს.
კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის მხარდაჭერაზე, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ უკრაინის გვერდით დგომა „ძვირია, თუმცა ჩვენი თავისუფლება, საერთაშორისო წესრიგი და დემოკრატია ფასდაუდებელია“.
„უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, აუცილებელია, რომ უკრაინამ მიიღოს სამხედრო შესაძლებლობები, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...
ძალიან მძიმე ვითარება-ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა...
ბოლო ცნობები ისრაელიდან – რა ინფორმაციას ავრცელებს IDF-ი
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროები თვალყურს ადევნებენ ყველა უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც ირანიდან ისრაელში გაუშვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ...